გახსენით Safari-ში
iPhone-ზე ბარათის მთავარ ეკრანზე დამატება Safari-დან მუშაობს. დააკოპირეთ ბმული, გახსენით Safari და ჩასვით იგივე ბმული.
თუ Chrome-ში Share მენიუში ჩანს Open in Safari, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ.wegroup
შესავალი
კომპანიის ერთიანი ბარათი წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას და აპლიკაციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ფასდაკლებები და ისარგებლოთ ლოიალობის პროგრამით REDBERRY, MANDARINA და FALKE მაღაზიებსა და ონლაინ პლატფორმებზე. პლატფორმის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
ანგარიშის შექმნა
პლატფორმის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. ამისთვის მოგვთხოვთ სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებას. გთხოვთ, თქვენი ანგარიშის მონაცემები შეინახოთ უსაფრთხოდ. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცამ მიიღო თქვენი მონაცემებზე წვდომა, დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 18+ ასაკში, ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
პლატფორმის გამოყენების წესები
პლატფორმას იყენებთ მხოლოდ პირადი, არა კომერციული მიზნებისათვის. დაკოპირება, გადაგზავნა ან პლატფორმის ზიანის მცდელობა არ არის ნებადართული. გთხოვთ, გამოიყენოთ სერვისები მხოლოდ იმ ფორმით, როგორც ისინი არიან განთავსებული.
განახლებები და ცვლილებები
შეგვიძლია განვაახლოთ ან შევცვალოთ ფუნქციები წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასევე, შესაძლოა განახლდეს პირობები — ასეთ შემთხვევაში, პლატფორმა გთხოვთ დაეთანხმოთ განახლებულ ვერსიას.
ინტელექტუალური საკუთრება
პლატფორმაზე არსებული დიზაინი, სტრუქტურა, ალგორითმები და მასალები არის კომპანიის საკუთრება. საგარეო ბმულების გამოყენებისას მოქმედებს შესაბამისი ვებგვერდების წესები.
ანგარიშის შეჩერება / შეწყვეტა
თუ პირობები დაირღვა, ან დაფიქსირდა არასათანადო ქცევა, კომპანიას შეუძლია დროებით ან მუდმივად დაბლოკოს ანგარიში შეტყობინების გარეშე. ბლოკირების შემთხვევაში იკარგება წვდომა ანგარიშში არსებულ ინფორმაციაზე.
პასუხისმგებლობა
გთხოვთ, სერვისებით ისარგებლოთ პასუხისმგებლობით. თუ თქვენს ქმედებას გამოიწვევს პლატფორმის ან კომპანიის ზიანი, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.
სამართლებრივი ნაწილი
ყველა სამართლებრივი საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიხილება საქართველოს სასამართლოში.
ელექტრონული შეთანხმება
ანგარიშის შექმნით ან „ვეთანხმები“ ღილაკის მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ კითხულობთ და იღებთ ამ პირობებს.
თანხმობის შემთხვევაში შპს ვიგრუპი (ს/კ: 405278284) და შპს (რითეილ ბიზნეს გრუპი (ს/კ 205268529) დაამუშავებს თქვენ მიერ შესაბამის სარეგისტრაციო ველებში მითითებულ სახელს, გვარს და ტელეფონის ნომერს, და პერიოდულად მოგაწვდით თქვენზე მორგებულ სიახლეებსა და ინფორმაციას.
თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული კოდის ჩაწერით, კომპანიის წარმომადგენლისათვის კარნახით ან ღილაკის „თანახმა ვარ“ მონიშვნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ვიგრუპი (ს/კ: 405278284) და შპს (რითეილ ბიზნეს გრუპი (ს/კ 205268529) გამოგიგზავნოთ საინფორმაციო და მარკეტინგული შეტყობინებები SMS-ით, სატელეფონო ნოტიფიკაციით ან ელ. ფოსტით, ან მათ შორის უფლებამოსილი მონაცემთა დამმუშავებლის მეშვეობით.
შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელია იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა დარეგისტრირება კომპანიის სისტემაში. კომპანიის მხრიდან უარის გათვალისწინება მოხდება დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. დამატებით, SMS შეტყობინებით შეგატყობინებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის შესახებ.
თანხმობა კომპანიაში ინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.